ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„იტალიაში, ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით – პიაცა ენრიკო დე ნიკოლა #46, სკალა – A. ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა. უზარმაზარი დარბაზი იყო სავსე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მზაობისთვის, გამომყვეთ იმ გზაზე, რომელიც განათლების გავრცელებას გულისხმობს“,- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ, ისინი წლებია ამ პროექტს ახორციელებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ბიბლიოთეკებს ხსნიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართველი ემიგრანტებისთვისაა.