მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ.

„ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით”, – აღნიშნავს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.