მიწისძვრების შედეგად თურქეთში 1,5 მილიონი ადამიანი დარჩა ჭერის გარეშე

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ არანაკლებ 500 ათასი  ახალი სახლის აშენებაა საჭირო. სტიქიურმა უბედურება ჭერის გარეშე 1,5 ადამიანი დატოვა, – აცხადებენ გაეროს ექსპერტები.

თურქეთში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვიტონი აღნიშნავს, რომ აღმშენებლობისთვის საოცრად მასშტაბური სამუშაოებია. პირველ რიგში, გასატანია 118-იდან 210 მილიონ ტონამდე ნანგრევები, – ამბობს იგი და შედარებისთვის იხსენებს, რომ 1999 წლის მიწისძვრის დროს 13 მილიონი ტონა ნანგრევი გაიტანეს.

სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის სამსახურის მიერ 22 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, მიწისძვრების შედეგად თურქეთში 43 556 ადამიანი დაიღუპა.