რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ – რეზნიკოვი

„რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების ან ნადავლის სახით შეუძლიათ“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“ წერს და ჯავშანტექნიკის ფოტოებსაც ავრცელებს.

„24 თებერვალს, 4 ქვეყნის, გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეები ერთდროულად დაინახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების ან ნადავლის სახით შეუძლიათ“, – წერს რეზნიკოვი.