მინდა, ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა.

„მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას-ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. მეგობრებო, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას ვუსურვებ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.