დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას – ჟოზეფ ბორელი

დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, – ასე ეხმაურება ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას.

ბორელი საქართველოს შესახებ „ტვიტერზე“ პოსტს ქართულად აქვეყნებს.

ბორელის თქმით, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

“საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის – დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას”, – წერს ბორელი.