მელია და ხაზარაძე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ?!

ერთ-ერთი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში არჩევნებამდე სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება და დახმარებას სთხოვს. მათ შორის, საუბარია, რომ მამუკა ხაზარაძეს და “ლელოს”  ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ საპარლამენტო სიაში 8 პირის ჩასმას დაპირდაო. პრინციპში, შეხვედრაში არც არაფერია დანაშაული, უბრალოდ ფაქტია მელია დასაყრდენს ეძებს.  მელია  არც მობილურ ტელეფონს პასუხობს .

 

“შეხვედრის მიზანი ფინანსური დახმარების თხოვნა და სანაცვლოდ, საპარლამენტო სიაში “ლელოსთვის” ადგილების დათმობა იყოო”,- გვიყვება წყარო.  აღნიშნულ დახურულ  შეხვედრას  კი   დავით უსუფაშვილი და კიდევ ერთი პირი ესწრებოდაო.

 

კერძოდ, წყარო  გვიყვება რომ მელიამ ხაზარაძეს სთხოვა ფინანსური მხარდაჭერა. აგრეთვე ადამიანური რესურსით დახმარება “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში…

 

ხოლო სამაგიეროდ, დაპირდა რომ თუ გაიმარჯვებს, მომდევნო საპარლამენტო სიაში პირველ 30-ეულში ლელოს 8 წარმომადგენელს დაუთმობს ადგილს, აქედან, პირველ ათეულში . სხვათაშორის, ამას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა თავად მამუკა ხაზარაძის და “ლელოელების” საჯარო  განცხადებები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. 

ეს  არის ინფორმაცია, რომელიც “ჯორჯიან თაიმსს” წყარომ უამბო, როგორ განვითარდება მოვლენები, როდის და რა ფორმით ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობაში,” შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა იმედი აქვთ, რომ11 დეკემბერს  პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.