"საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამების გამავრცელებელი ელჩები - ამ ქვეყნიდან გაძევებულები მენახოს, როგორც მინიმუმ!" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი.

ქართველიშვილი, პოსტს საქართველოში ესტონეთისა და ჩეხეთის ელჩებს უძღვნის და წერს: -  "მათ გამოხტომაში ის ტაქტიკური ხრიკიც ამოვიკითხე, როგორ უნდა გადაიტანო ქართული საზოგადოების ყურადღება მთავარი "რეზიდენტისაგან", ახალ მიმართულებებზე და ამით "დასავლური ჭეშმარიტების ქადაგებას" - ცისარტყელისეული მრავალფეროვნება შესძინო." 

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ვიღაცის" რეზიდენტურის კაბინეტში ჭიკარტებით, კედელზე, მიმაგრებულია გრაფიკი: "ვის, რომელ დღეს და რა თემით" უწევს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებო გამოხტომა.

ამ გრაფიკში მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავისუფლად ამოვიკითხე საქართველოში აკრედიტებული ორი ქვეყნის ელჩი - ესტონეთის და ჩეხეთის. მათ გამოხტომაში ის ტაქტიკური ხრიკიც ამოვიკითხე, როგორ უნდა გადაიტანო ქართული საზოგადოების ყურადღება მთავარი "რეზიდენტისაგან" ახალ მიმართულებებზე და ამით "დასავლური ჭეშმარიტების ქადაგებას" - ცისარტყელისეული მრავალფეროვნება შესძინო.

"რა ატამი, რი ატამი" - ბრძანა გუშინ ესტონეთის ქალბატონმა ელჩმა, თურმე ჩვენი ხელისუფლების "აკვიატებაზე" - "დეოლიგარქიზაციის" კანონის მიღებასთან დაკავშირებით. რომელმა "მამაძაღლმა" მოგატყუათო - ჩვენ ამას კი არ ვითხოვდით თქვენგან, არამედ "კორუფციასთან" გამკვლავების საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას. ამას ბრძანებს იმ EU-ს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, რომლის ყოველწლიური კორუფციული ხარჯები 120 მილიარდ ევროს აღემატება (ევროკომისარ სესილია მალმსტრიომის ანგარიშიდან). და ეს მოწოდება გაისმის იმ ქვეყნისადმი, რომელიც "სახელისუფლებო კორუფციის აღმოფხვრის" პოზიციაზე, მსოფლიო ბანკის შემუშავებული ინდიკაციით - მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მაგრამ, თავის ესტონელ კოლეგას ამჯერად "გადაუჯოკრა" საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩეხეთიდან საქართველოში ტვირთბრუნვამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადაასწრო და აქედან გამომდინარე, სასწაული დასკვნები გამოიტანა: "ვეჭვობო, რომ ამ ოდენობით ჩეხური საქონელი სჭირდებოდესო საქართველოს, ალბათ აქედან, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ის მას - აგრესორ რუსეთს აწვდისო!". მართალიაო, ამის დამადასტურებელი ფაქტიო ხელში არ მიკავიაო (ვაკვირდებიო) - მაგრამ, აბა ხომ არ ვიტყუებიო, რა ინტერესი უნდა მქონდესო საამისო?

მე არ ვიცი, ეყოფა თუ არა გამბედაობა აშშ-ს კონგრესის ახალ შემადგენლობას შექმნას ბოლო - ბოლო კომისია იმის გასარკვევად, რანაირად გაიყიდა ალბანეთის, ბალკანეთის და ბალტიისპირეთის იარაღით ვაჭრობის შავ ბაზრებზე, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება. მაგრამ, თუ ამის გამბედაობა ეყოთ - ჰააგის ტრიბუნალში მენახოს ყველა ამის ჩამდენი რუსებთან ერთად საბრალდებო სკამზე. ხოლო საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამების გამავრცელებელი ელჩები - ამ ქვეყნიდან გაძევებულები მენახოს, როგორც მინიმუმ!" - წერს ქართველიშვილი.