კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის პანაშვიდზე მივიდა

კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის პანაშვიდზე მივიდა

 თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე მივიდა.

 კალაძემ დაღუპულის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.

 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

 ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.