ავღანეთში წყალდიდობას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალდიდობამ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები –  ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს. 

სტიქიის შედეგად,   100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.   დაშავებულია 17 ადამიანი. 

 სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.