გია ყანჩელის სახელი ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩას  კომპოზიტორისა და  საზოგადო მოღვაწის,  გია ყანჩელის სახელი მიენიჭა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გია ყანჩელი  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი  და ღირსების ორდენის კავალერი იყო.