გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება – პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.

მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლეთა გრძელავდიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.