ექსპერიმენტორიუმის საჩუქარი დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ექსპერიმენტების მუზეუმმა- ექსპერიმენტორიუმმა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს უმასპინძლა და მათ უსასყიდლოდ წარმოუდგინა სამეცნიერო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა.

ბავშვებს, შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ფიზიკის ექსპონატები და პრაქტიკულად გამოეცადათ თითოეული მათგანი. მათ, ასევე, მუზეუმის გიდთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქიმიის ლაბორატორიაში ჩატარებულ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ცდებში.

ექსპერიმენტორიუმი არის ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ფიზიკის 80-მდე ექსპონატი და ქიმიის ლაბორატორია. თვალსაჩინო ექსპონატებითა და პრაქტიკული ცდებით, მუზეუმი მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მუზეუმი 2016 წელს თბილისში დაარსდა და მეცნიერებით დაინტერესებული ბავშებისა და ზრდასრული ვიზიტორების გაოცებას იწვევს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ექსპერიმენტორიუმს და პირადად, დირექტორს, ელენე ბაბაკიშვილს ბავშვებისთვის მომზადებული ძალიან ემოციური, სახალისო საჩუქრისთვის და ვეტერანების მიმართ გამოხატული პატივისცემისა და თანადგომისთვის.