“ჩემი მამობრივი სამძიმარი მშობლებს”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

“ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა.

ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს,”- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ სამ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.  დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.