“ჩვენც როგორი იმედგაცრუებული ვართ ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლით, რომ იცოდეთ სენატორო”- გოგა ხაინდრავა

ჩვენც როგორი იმედგაცრუებული ვართ ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლით, რომ იცოდეთ სენატორო, – ამგვარად ეხმიანება კონორეჟისორი გოგა ხაინდრავა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში საკომიტეტო მოსმენაზე “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის” გამო აშშ-ს იმედგაცრუების შესახებ განაცხადა.

“საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია – სენატორი ჯ.შაჰინი. ჩვენც როგორი იმედგაცრუებული ვართ ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლით, რომ იცოდეთ სენატორო. წუხელ პრეზიდენტ ტრამპს მოუსმინეთ, ცრემლი მოგვადგა თვალებზე. God Blees America!|” – წეს გოგა ხაინდრავა.