“ჩვენ, როგორც საზოგადოება, პასუხისმგებელი ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი იყოს თანასწორი”- ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს სხდომაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ყველა ერთსულოვნად იზიარებს პოზიციას , რომ ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია და ამის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

„ჩვენ, როგორც საზოგადოება,  პასუხისმგებელი ვართ, რომ  ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი იყოს თანასწორი და ვერ შევდგებით სახელმწიფოდ, თუ ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღო“.- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები არის გაზრდილი. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი და საქართველო  ქალთა ძალადობის წინააღმდეგ არა ერთ კონვენციას შეუერთდა.