“ჩემთვის გაცილებით სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის”- ალეკო ელისაშვილი

ჩემთვის გაცილებით სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მისთვის ნაკლებად სარწმუნოა „ქართულ ოცნების“ 20 პროცენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ 5 პროცენტი.

 

„როგორი კვლევაც არ უნდა იყოს, ვეცნობი, მაგრამ ამხელა აცდენა არაადეკვატურად მიმაჩნია. სოციოლოგიური კვლევის დროს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის კითხვას, რიგითობას, კითხვის შინაარს და ა.შ. ოდნავ სხვაგვარად ფორმულირებული კითხვა რეალობას ცვლის და აცდენას იძლევა. ალბათ ამასთან გვაქვს საქმე, თორემ ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე პერიოდში კვლევებს ასეთი რადიკალური სხვაობა რომ ჰქონდეს, დაუჯერებელია. ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა „ქართულ ოცნებას“ – 20 პროცენტი, 5 პროცენტი – „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.