“ვიოლა ფონ კრამონის განცხადება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მმართველი პარტია და მთავრობა მავნებლები თავად არიან. კერძოდ, ამით კრამონმა უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც თქვა, რომ კრამონი „გარედან ეხმარება მავნებლებს, რომ სტატუსის ვერმიღების გეგმა განხორციელდეს”.

„ვიოლა ფონ კრამონი მამუკა მდინარაძეს: „მავნებლები“ ვინ არიან? მმართველი პარტია და მთავრობა?”. ეს შეკითხვა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს თავხედი ქალი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ! წარმოგიდგენიათ, ქართველმა დეპუტატმა მსგავსი რამ იკადროს გერმანიაში?!“, – წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.