ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა

ბათუმში დღეს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ. 

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე   დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.

ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, 26 მაისის ქუჩაზე, მოწყობილია გლოვის კედელი, რომელზეც აღნიშნულია კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა სახელები და გვარები.

ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილთა ახლობლები, მაშველები და მოქალაქეები. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სხვა პირებმა.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე, რასაც 9 პირის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, სამი პირი დამნაშავედ ცნო და ზ.ბ.-ს 4 წლით, ხოლო გ.ს. და ხ.ს. 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა