8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როდესაც ურთიერთობების დამყარებას, გადაწყვეტილებების მიღებას და შეთანხმებების დადებას სწრაფად და ადვილად მოახერხებთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში მოთმინება საუკეთესო მეგობარია, ხოლო თქვენი ფანტაზია ზოგჯერ რეალობაზე მნიშვნელოვანიც კი გახლავთ.

კურო

შორეული ქვეყნიდან ახალ ამბებს, უფრო სწორად, ახალი ამბების ნაწილს გაიგებთ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებული წვრილმანები და შედეგები დიდხანს უცნობი იქნება. შესაძლოა, ერთი ან ორი კვირა გაურკვევლობაში იყოთ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი დროა, რომ აზრები დაალაგოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ბოლო დროს დაშვებული შეცდომები გაიმეოროთ, მაგრამ ამჯერად მათი გამოსწორებისა და ყველანაირი უთანხმოების აღმოფხვრის შანსი მოგეცემათ და ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

ეცადეთ გაიგოთ, რომ იღბალი არ არსებობს და ცხოვრების მიერ მოცემულ ნებისმიერ შანსს თავისი ფასი აქვს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი პასუხისმგებლობა ახალ პრობლემებს იწვევს, თუმცა ადამიანი სწორედ ასეთი სიტუაციების დაძლევით ძლიერდება.

ლომი

ამ დღიდან მოყოლებული თქვენს გარემოცვაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ურთიერთგაგების მიღწევა გართულდება, თუმცა თქვენი შემწყნარებლობა საოცრებებს მოახდენს და კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

ქალწული

ჯერ კიდევ პლანეტების კეთილგანწყობის ეტაპზე ხართ და გონივრული მოქმედებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ყველა ოპონენტს ხელის ერთი მოსმით მოიცილებთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ მათ შორის საჭირო ადამიანებიც არ მოჰყვნენ.

სასწორი

ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა მოულოდნელად საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩეთ. გირჩევთ, მომავალ კვირას საკუთარ მოტივებს გადახედოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ სხვა ადამიანები თქვენზე ზეწოლას ცდილობენ.

მორიელი

ბოლოდროინდელი ემოციები და იმედგაცრუება მალე ისევ თავს იჩენს. ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ გსურთ, რომ საკუთარ შინაგან ლტოლვას სახელი დაარქვათ. თუმცა შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – სრული უფლება გაქვთ, რომ თქვენი სურვილები საიდუმლოდ შეინახოთ.

მშვილდოსანი

ბოლო დროს თქვენი რეაქციები ზედმეტად ემოციური იყო. ამ ჯერზე დამოუკიდებლად მოქმედებას ნუ ეცდებით, რადგან უფროსი ნათესავის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენზე პლანეტარული პერიოდების სამი განსხვავებული დონე ახდენს გავლენას. ხანმოკლე ცვლილებები თქვენში თანაგრძნობის ინსტინქტებს გააღვიძებს და გარკვეული პერიოდი ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით. ეს ვითარება გაითვალისწინეთ.

მერწყული

ყველაფერს, რაც ამ დღეს მოხდება, წარსულის მოგონებები დაჩრდილავს. იზრდება ყველასა და ყველაფრისგან განრიდებისა და განმარტოების სურვილი, თუმცა რუტინული საქმეები ამის საშუალებას არ გაძლევთ.

თევზები

მთვარის მდგომარეობის ცვლილება უამრავ შფოთვას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ დრო თქვენს მხარეზეა, ამიტომ ეს კვირა უკმაყოფილების შედეგებთან ბრძოლას უნდა დაუთმოთ.