აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ვაშინგტონის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში „ვაგნერის“ დაჯგუფებამ რაკეტები სწორედ ჩრდილოეთ კორეიდან მიიღო, მოგვიანებით კი ეს რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. ასევე აშშ-მა გაასაჯაროვა ფოტოები, რომელზეც ასახულია რუსული სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილება ჩრდილოეთ კორეისკენ და საპირისპირო მიმართულებით.
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს არ მიაჩნიათ, რომ რაკეტების ამ მიწოდებამ შეცვალა საბრძოლო ქმედებების დინამიკა უკრაინაში, თუმცა მიუხედავად ამისა აშშ-ში თვლიან, რომ შეიარაღების მსგავსი მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაგრძელდება, რაც გაეროს უშიშღოების საბჭოს რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს.