არ სჭირდება არავის ასეთი ამოყირავებული ობიექტურობა, ეს არის მავნებლობა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ – მამუკა მდინარაძე

ქართველ ხალხს არ სჭირდება ისეთი “ობიექტურობა”, სადაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი დემოკრატებად არიან წარმოდგენილები და მათ მიმართ სანქციების მოხსნას ითხოვს ვინმე, ბიძინა ივანიშვილისთვის კი – სანქციის დაწესებას, – ამის შესახებ ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

მისი თქმით, “რაც არ უნდა მცდელობა იყოს “ყვითელი ბარათების” ჩვენების, წარმოუდგენელია, რომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოვიდეს საქართველოზე”.

მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუციაში ფაქტობრივი ტყუილები წერია და “ფეიკებია” ჩადებული, რადგან მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება, ხოლო ლექსო ლაშქარავა დაზიანებების შედეგად არ გარდაცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

“ვინც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა თქვას, თუ ნებისმიერი რეზოლუცია რეალობის საწინააღმდეგო იქნება, ამას ვიტყვით, კი არ შეგვეშინდება. არის დიდი სამწუხარო ინტერესი იმისა, რომ საქართველო გააფრთხილონ – რაც არ უნდა დემოკრატია გქონდეთ და რაც არ უნდა მართლები იყოთ, შეიძლება თქვენს საუარესო გადაწყვეტილებები და ასეთი რეზოლუციები იყოს. ამას ჩვენ არ მივიღებთ, პირდაპირ გეუბნებით,”- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იცის ცალკეულ ევროპარლამენტარებს რაც აინტერესებთ, თუმცა აქედან პასუხობენ, რომ საქართველოში ომი არ იქნება.

“ვიცით, ვის რა აინტერესებთ, იმ გამომსვლელებს ყველაზე მაგრად ვინც გამოდიოდა გუშინ, ყველაზე მეტად აინტერესებთ ერთი ამბავი, რომლის საპასუხოდაც აქედან ვეუბნებით, რომ საქართველოს რადაც არ უნდა დაუჯდეს, გააგრძელებს მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოებას და ამ ქვეყანაში არ იქნება ომი. ეს აწუხებთ ვიღაც-ვიღაცებს.

ზუსტად იმიტომ მოხვდა ივანიშვილი ამ რეზოლუციაში, რატომაც ამ დღეებში ეს რეზოლუცია დაინიცირდა, იმიტომ დაინიცირდა, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამაში მონაწილეობას იღებენ სამწუხაროდ, ცალკეული ევროპელი ინიციატორები ამ თემისა და სამარცხვინო ოპოზიცია. დაინტერესება გითხარით – ხელისუფლების ამოტრიალება და ამის შემდეგ საქართველოში ომი.

ქართველ ხალხს არ სჭირდება ისეთი “ობიექტურობა”, სადაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი დემოკრატებად არიან წარმოდგენილები და მათ მიმართ სანქციების მოხსნას ითხოვს ვინმე, ბიძინა ივანიშვილისთვის კი სანქციის დაწესებას. თუ უნდა ამოაყირავო ობიექტურობა, ასეთი ობიექტურობა არავის ჭირდება, ეს არის მავნებლობა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ,”- განაცხადა მდინარაძემ.