ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ უდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მელიამ სააკაშვილის ორმაგი აგენტობის დასამტკიცებლად გამოაგდო ეს ჩანაწერი, მაგრამ ამასობაში მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ნოდარ მელაძეს და ჭუტას, თუ რამე გააჩნიათ არქივში, ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების მიწოდებულია. გიულიმ დაარტყა უტყუარი ბეჭედი“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე.
ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.








![[ვიდეო] "თავიდანვე მკაცრი პოზიცია უნდა დაგვეჭირა, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ძებნილი სააკაშვილი დაიყენა გვერდით" - ნინო წილოსანი](/wp-content/uploads/2023/01/saaaaaaaaaaaaaaaaaaa_w_h-768x433.jpeg)
