აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს და „სირცხვილია“ შეეშვას მიტინგების დაშლას – სანდრო რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, გუშინდელი აქციის ორგანიზატორების მხრიდან შეცდომები იქნა ჩადენილი.

მისივე თქმით, მათ უნდა აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს და აქციების ორგანიზებას შეეშვან.

„იმდენად ბევრი შეცდომა და დაუშვებელი ქმედებები იყო გაკეთებული ორგანიზატორების მხრიდან, რომ ერთ-ერთი, რაც უნდა გააკეთონ, აქციების ორგანიზებას შეეშვან, აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს და როგორც ღარიბაშვილი უნდა წასულიყო შეცდომის შემდეგ თანამდებობიდან, ისე „სირცხვილია“, უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას. ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადებები და გადაწყვეტილებები იყო მიღებული ამ აქციის დროს. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ 100-ათასიანი მიტინგი დაიყვანეს 15 აქტივისტამდე, რომელიც რაღაცას ყვირის კანცელარიასთან. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.