აშშ-საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით ვამაყობთ, ეს საიუბილეო წელი იყოს კავშირებისგაღრმავების ახალი დასაწყისი – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში.

„გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. დაე, ეს საიუბილეო წელი იყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის კავშირების გაღრმავების ახალი დასაწყისი,“- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობისათვის, დღეს შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს ზეიმობს.