“ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყანაში არ არის გამარჯვების სიმბოლო – დავით ჭიჭინაძე

“ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყანაში არ არის გამარჯვების სიმბოლო, – განაცხადა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი”.

“დღეს “ნაციონალური მოძრაობა” საშიში აღარ არის. ეს აჩვენა არაერთხელ აქციებმა და მიტინგებმა. ხედავთ, რომ ყველა ცდილობს, დამალოს აქციებზე “ნაციონალური მოძრაობა”. ეს პარტია არ არის მისასალმებელი და გამარჯვების სიმბოლო და გამარჯვების ძალა. ეს კარგად იცის “ქართულმა ოცნებამ” და ყველანაირად ცდილობს, რომ მთელი ეს პროტესტი და არსებული მუხტი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშიროს, ისევე, როგორც ის დეპუტატები, ვინც მათ მოსაზრებას არ იზიარებს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.