28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხანდახან გინდათ, რომ დღესასწაული მოიწყოთ, თანაც არა იმდენად სხეულისთვის, რამდენადაც სულისთვის. ეცადეთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნო ადგილზე გაატაროთ. ამ დღეს ვერძთან სახიფთო თემებზე საუბარს ყველა უნდა მოერიდოს. ისაუბრეთ ნებისმიერ სასიამოვნო წვრილმანზე, ყველა სერიოზული საკითხი კი მოგვიანებით გადადეთ.

კურო

ამ დღეს თავშეკავებით ნამდვილად არ გამოირჩევით. გამორიცხული არ არის, რომ გარშემო მყოფებს ბევრი ცუდი რამ უთხრათ და უამრავი მტერი გაიჩინოთ, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს – გადაერთეთ პოზიტიურ ტალღაზე და, მტრების ნაცვლად, მეგობრებს გაიჩენთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ საკუთარი აზრებისა და სურვილების ხმამაღლა გამოხატვა სულაც არ არის უსაფრთხო.

ტყუპები

დილიდან მოწყენილი ხართ, მაგრამ გული იქით მიგიწევთ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ხალხი მხიარულობს. ამიტომ გირჩევთ სახლიდან გახვიდეთ და თავისუფალი დრო რომელიმე კლუბში ან თუნდაც მყუდრო კაფეში ფინჯან ყავასთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

არ გსურთ, რომ საკუთარი ქცევები მოჩვენებითი წესიერებით და პირობითობით დაამძიმოთ. ცოტა ხნით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამაზე მაღლა დგახართ, მაგრამ სხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ. გირჩევთ ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნათ – ეს ისაა, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.

ლომი

ამ დღეს არჩევანის წინაშე დადგებით – ერთი მხრივ, დაგროვილი საქმეები სწრაფ მოქმედებას მოითხოვს, მეორე მხრივ, რუტინისგან თავის დაღწევა და რამე საინტერესო საქმის კეთება გსურთ. ამიტომ იქნებ ისეთი საქმე იპოვოთ, სადაც სასარგებლოს სასიამოვნოსთან შეათავსებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ეს დღე სწავლას და პროფესიული დონის გაუმჯობესებას დაუთმოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, ახალი, საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები გელით, რომლებიც თქვენს ამჟამინდელ გეგმებს მთლიანად შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპის ვარსკვლავები რადიკალურ ცვლილებებს არ გვპირდებიან, ეს დღე შეიძლება საინტერესო მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით იყოს სავსე.

სასწორი

ეს დღე კამათით, კონფლიქტებით და სხვადასხვა სახის დაპირისპირებითაა სავსე. სამწუხაროდ, თითქმის ყველა საუბარი უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ თქვენთვის ჯობს, რომ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ ან მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.

მორიელი

ყოველდღიური ჩვეულებრივი რეჟიმის – სახლი-სამუშაო-სახლის გარდა, ახალი მოვალეობა გამოგიჩნდებათ, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. თუ ამ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, ბოლომდე მიიყვანეთ, სანამ თავში დასახულ მიზანს არ მიაღწევთ. შედეგით იამაყებთ.

მშვილდოსანი

მთელ დღეს ინტრიგებისა და ჭორების ატმოსფეროში გაატარებთ. ამ სიტუაციაში შეიძლება ვერც კი შენიშნოთ, ისე გახდეთ დეზინფორმაციის გამავრცელებელი. გირჩევთ, გარშემო მყოფების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, რათა ამან თქვენი ურთიერთობა ძალიან არ გაართულოს.

თხის რქა

ამ დღეს თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება იმ ადგილებში ყოფნა, სადაც დახვეწილი გემოვნებისა და მაღალი სტატუსის მქონე საზოგადოება იკრიბება. მაგალითად, შეგიძლიათ, ტრენდულ ღამის კლუბს, ახალი ფილმის პრემიერას ან საინტერესო გამოფენას ეწვიოთ. სწორედ ამ ადგილებში გელით ახალი ნაცნობობა, რომელიც შემდგომში თქვენს ბედზე ძალიან სასარგებლო გავლენას მოახდენს.

მერწყული

მერწყულს ემოციების განახლება ჰაერივით სჭირდება. გირჩევთ, სახლში წვეულება მოაწყოთ და სტუმრად დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოიწვიოთ. აუცილებელი არ არის დღესასწაული რაიმე თარიღს ან შემთხვევას დაუკავშიროთ, შეგიძლიათ უბრალო მეგობრული შეკრება მოაწყოთ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ალკოჰოლი და საჩოთირო თემებზე საუბარია.

თევზები

ამ დღეს ოთხ კედელში ჯდომაზე ფიქრიც კი არ გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ და სად, თქვენთვის მთავარია სახლიდან გახვიდეთ და თუ სტუმრად არა, სასეირნოდ მაინც წახვიდეთ. სახლში დარჩენით საკუთარ თავს ხანგრძლივი უგუნებობის ან დეპრესიისთვის გაწირავთ.