22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გამორიცხული არ არის, რომ მთელი დღე სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებას შესწიროთ. ამის გამო თქვენი პირადი საქმეები დროებით მეორეხარისხოვანი გახდება. ყველაფერს ორი მხარე აქვს – სხვა ადამიანების დახმარებით ახალ მეგობრებსა და მოკავშირეებს შეიძენთ, რაც ძალიან კარგია.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ორგანიზატორული უნარებით გარშემო მყოფები გააოცოთ. იმას, რაზედაც გუშინ ვერავის დაიყოლიებდით, დღეს შეიძლება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენთვის მთავარი ამოცანა წესრიგის და სისუფთავის დამყარებაა. ამასთან, ეს მხოლოდ სახლის კი არა, პირადი ცხოვრების მოწესრიგებასაც ეხება. შესანიშნავი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობის მოსაგვარებლად.

კირჩხიბი

თქვენი წარმატების საიდუმლო თანმიმდევრულ მოქმედებებში მდგომარეობს. ამ დღეს თქვენი გონება შესანიშნავად მუშაობს და ყველა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. თქვენი უნარები ბიზნესში სარგებელს მოგიტანთ, თუმცა საყვარელი ადამიანიც არ დაივიწყოთ.

ლომი

ეცადეთ, საკუთარ ფინანსებში გაერკვეთ და ეს რაც შეიძლება დროულად გააკეთოთ, რადგან ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა დიდხანს არ გექნებათ. გირჩევთ, ქაღალდი და კალამი მოიმარჯვოთ და ხარჯები და შემოსავლები ჩამოწეროთ. ამ შემთხვევაში გეგმების წარმატებით დასრულების ალბათობა ძალიან მაღალია.

ქალწული

მშვიდად აკეთეთ საკუთარი საქმეები და ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თქვენ გსურთ. განსაკუთრებით ისეთ საკითხებში გაგიმართლებთ, რომლებიც თანმიმდევრულობასა და ლოგიკას მოითხოვს.

სასწორი

ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, გირჩევთ, მხოლოდ საკუთარი საქმეებით დაკავდეთ. ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ ღირს იმად, რომ ყურადღება მიაქციოთ და დრო დაკარგოთ.

მორიელი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ნებისმიერი შოუ მოაწყოთ! საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორი იქნება ეს შოუ – ლამაზი წარმოდგენა თუ ოჯახური სცენები ჭურჭლის მსხვრევით. ნებისმიერ შემთხვევაში, მორიელის შესაძლებლობები ყველა მიმართულებით უსაზღვროა.

მშვილდოსანი

ყველაფერმა, რაც დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება, შეიძლება თქვენი პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ, ეს გაღიზიანებასა და აგრესიაში არ გადაგეზარდოთ. შეწყვიტეთ სხვებისთვის მორალის კითხვა და საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდით.

თხის რქა

შესანიშნავი დროა მეგობრული შეხვედრის მოსაწყობად. ახლა ძალიან გჭირდებათ თბილი ატმოსფერო და დადებითი ემოციები!

მერწყული

ამ დღეს ხელმძღვანელებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. როგორც არ უნდა ეცადოს შეფი, რომ პირადად ან ტელეფონით გაგესაუბროთ, იპოვეთ მიზეზი, რომ ასეთი კონტაქტი თავიდან აიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტია მოსალოდნელი.

თევზები

დღის წესრიგშია ორი კითხვა იქნება: “ვინ არის დამნაშავე?” და “რა გავაკეთო?” ამასთან, თუ მეორე კითხვაზე პასუხის შანსი დაბალია, დამნაშავეების პოვნა არ გაგიჭირდებათ. თუმცა, სხვა ადამიანებზე და სამართლიანობაზე ფიქრი დიდ დროს გართმევთ. იქნებ დროა, შეეშვათ დამნაშავეების ძიებას და საკუთარ საქმეებს მიხედოთ?