2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ ბევრი სიამოვნება გელით. თუ შესაძლებელია, ეცადეთ სამსახურებრივი მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. ეცადეთ ფინანსურ სირთულეებს მომზადებული შეხვდეთ – არ ინერვიულოთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კურო

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა სერიოზული არაფერი გემუქრებათ. ეცადეთ საკუთარი მიზნები და ამოცანები ყველასთვის ნათლად გამოხატოთ და გაუგებრობისთვის ადგილი არ დატოვოთ. დროა საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გარკვევას ნაკლები.

ტყუპები

საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის – მკაფიო და კვალიფიციური რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელი შემოქმედი კირჩხიბებისთვის იქნება. თქვენი ნერვიულობა უსაფუძვლოა – წარმატება ხანმოკლე იქნება. ნუ იქნებით უმადური – მოინახულეთ ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

ლომი

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ერთფეროვნებისგან დაიღალეთ და გსურთ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ – შესანიშნავი აზრია, თუმცა მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

ქალწული

იქნებ, დროებით სამსახური დაივიწყოთ და პირადი ცხოვრების მოგვარებაზე იზრუნოთ? საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. სამსახურში რთული საუბარი გელით, თუმცა შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მშვენიერი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის, მთავარია საჭირო დროისა და ადგილის შერჩევა მოახერხოთ. პროექტი, რომელსაც დღეს დაიწყებთ, აუცილებლად წარმატებით დასრულდება და შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. გირჩევთ, ფინანსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების განლაგება და პლანეტების კეთილგანწყობა თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. სამუშაო თავზე საყრელად გაქვთ, მაგრამ ამჯერად ისე გღლით და გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

თხის რქა

არ არის გამორიცხული, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ფინანსური სირთულეები ნუ შეგაშინებთ. პრობლემებს მალე წარმატება შეცვლის.

მერწყული

ეცადეთ, მშობლებთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და ნაკლები ოჯახის წევრებთან კამათს.

თევზები

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რათა უნებლიე შეცდომამ ფინანსურად არ დაგაზარალოთ. კარგი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის. სავარაუდოდ, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
SKIP 1