პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებითა იქნებით გარემოცული. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. მეზობლებთან დავა თუ გაქვთ, დროულად უნდა დაასრულოთ და სტუმრების მიღებისთვის მოემზადოთ.

კურო

ამ დღეს თქვენ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ.

ტყუპები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, უჩინმაჩინის ქუდი დაიხუროთ და ყველასთვის უხილავი გახდეთ. გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებულობას უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ყველა შენიშვნა ან კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი კირჩხიბებისთვის. ფრთხილად იყავით, რომ მაცდურ შეთავაზებას არ წამოეგოთ. ბოლოდროინდელი წარმატებული მუშაობის შემდეგ ხელფასის მომატებას ნამდვილად იმსახურებთ და გირჩევთ, უფროსს ამის შესახებ შეახსენოთ. კომერციული ოპერაცია წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

ლომი

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. დროა, სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც ყოველგვარი ანგარების გარეშე თავის დროზე ხელი გამოგიწოდათ. სავარაუდოდ, საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი შრომაა.

ქალწული

დროა, მუშაობაში მცირე პაუზა გააკეთოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესში აქტიურობისა და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მოდუნდით და დაისვენეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თუ დროის რაციონალურად გამოყენებას ისწავლით, დიდებულ მოსავალს მოიმკით. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ, რასაც შესანიშნავად გაუმკლავდებით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მორიელი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯებისთვის მზად უნდა იყოთ. მოჩხუბარი ადამიანების შერიგებას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება ვითარება უფრო დაამძიმოთ. პროექტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ, ადვილი და მოგებიანი გამოდგება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, ამიტომ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას ადვილად შეძლებთ. თუ თავშეკავებას გამოიჩენთ და არ აჩქარდებით, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ეცადეთ ყველა მცირე უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თხის რქა

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით სანერვიულოს მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის წევრების ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი სამუშაოს შესრულების საშუალებას არ გძლევთ. კომერციული ოპერაცია წარმატებით დასრულდება, მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

მერწყული

ეს დღე კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს გპირდებათ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ უფრო თამამად იმოქმედოთ და საკუთარი იდეები კოლეგებისა და უფროსების განსახილველად წარმოადგინოთ.

თევზები

ეცადეთ, სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იმოქმედოთ, რადგან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. გირჩევთ მშობლებისა და უფროსი ნათესავების მოსანახულებლად თავისუფალი დრო გამონახოთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.