ახალი სასწავლო წლიდან 106 სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს სწავლას

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება 7 სკოლას, კონტრაქტორის მიერ გაჭიანურებული სამუშაოების გამო, უკვე შეწყვეტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის ხელშეკრულება, სადაც სამუშაოების დასასრულებლად შეირჩევა ახალი კომპანია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბუკისციხის, ზომლეთის და სამების სკოლებში ვაგრძელებთ მიმდინარე სამუშაო პროცესის მონიტორინგს და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის სკოლაში კი, დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების გამო პროექტში აუცილებელი ცვლილების ასახვის შედეგ, გაგრძელდება ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.