ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის -ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ყველა ქართველსა და მთელ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერათ და გამძლე გაგხადათ. თავისუფლება იმარჯვებს ყველა ბრძოლაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.