“ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის რადიკალურ, მასშტაბურ გამოვლინებას “– რატი იონათამიშვილი

დღეს ჩვენ ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის რადიკალურ, მასშტაბურ გამოვლინებას და ამ კამპანიაში ჩართულები არიან, როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოს, ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საპროტესტო აქციების შემდეგ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას.

მისი თქმით, სჯერა, რომ ქართული საზოგადოება “მარტივად გაარჩევს სად არის სიმართლე”.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის რადიკალურ, მასშტაბურ გამოვლინებას და ამ კამპანიაში ჩართულები არიან, როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოს, ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ფაქტია, რომ ეს არის ექსტრემისტული ოპოზიციის ერთ-ერთი ტაქტიკური ნაწილი. ცხადია, შეიძლება ცალკეულ ადამიანებს დააჯერონ ის, რაც რეალურად არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად ძლიერი და ერთიანია, რომ მისი მოტყუება არის შეუძლებელი და ისინი ყოველთვის მარტივად გაარჩევენ, სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი, სად არის გულწრფელი დამოკიდებულება და სად მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის კამპანიის დათესვის მცდელობა“, – ამბობს იონათამიშვილი.