“ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე.
“საბჭოთა პერიოდში “კგბ”-მ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ჯაშუშობის მუხლით. თავად ყვება მე-15 წუთიდან. თუ იტყუება, რატომ?
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
კიევიდან გარბის მოსკოვში. იქედან მეგობრის პასპორტით მოფრინავს თბილისში. ანუ, მოსკოვში ისეთი მეგობარი ჰყავდა, რომელმაც პასპორტი ათხოვა. სსრკს დროს?!
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
ჩამოფრინდა სახლში. ბებიას და ბაბუას ვიღაც “კგბ”-ს გენერალი ჰყავდათ მოსკოვში. იმან უთხრა ჩაფრინდი კიევშიო. დაულაგა.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
სააკაშვილი ჩაფრინდა კიევში, სადაც ის დააკავეს და ჩასვეს უშიშროების იზოლატორში.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
შემდგომში, როცა მას პოროშენკო დააპატიმრებს, ისევ ამ იზოლატორში აღმოჩნდება და ისევ ის მაყურებელი დახვდება, რომელმაც 32 წლის წინ მოათავსა კამერაში. თავად ყვება. სიტყვას არ ვამატებ. პირიქით.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
ჯაშუშობის მუხლით ს/ს აღძვრის შემდეგ, სააკაშვილი სამსახურს იწყებს სასაზღვრო ჯარებში, ანუ საბჭოთა კავშირის “კგბ”-ს სტრუქტურაში.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
მასვე აქვს მონაყოლი პუტინი “მავერბროვკებდაო”, ცალკე ოთახში კონიაკს მასმევდაო, ფარულად 30-ჯერ შევხვდიო, ბნელ ოთახში ფრჩხილი ჩამაჭირა მუხლშიო, თვითონ შეადარა პუტინი “კგბ”-ს ჯარის “ასობისტს” ვიღაც მაიორ პეტროვს, რომელიც ასევე “მავერბოვკებდაო”. ეს ყველაფერი გარდონთან მოყვა. ვიდეო დავდე ადრე.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
აქვე ყვება დედაჩემის დამხარება არ მჭირდებაო, ანუ აქვს ფულიო. ამ დროს სახლის ასაშენებელი ფული თითქოს არ ჰქონდა და უკრაინულ მედიასთან დედამისი ჩააწერინა, თითქოს მან აუშენა.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
ჰო, დედაჩემმა თავად დააარსა უნივერსიტეტიო, ისეთი ძლიერი ქალიაო. ხომ არ მოყვება, ლარად ვაჩუქე, ან იაფად ვაყიდინე ტენდერის წესითო?!
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
მოკლედ, მარგალიტებია. მესმის, რომ 2003-ში და შემდგომში ბევრი რამ არ იცოდა ხალხმა. არც მე ვიცოდი, მაგრამ რა უნდა გამოქვეყნდეს კიდევ, რომ ფან-კლუბი დაიშალოს?!”-
წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე