“ჰეი, “ქართული ოცნება”, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს” – ადამ კინზინგერი

შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? “ჰეი”, “ქართული ოცნება”, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?” – წერს ადამ კინზინგერი “ტვიტერში”.

აღსანიშნავია რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ არ აქვს.