“ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა-ილია მეორე

ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები, – ამის შესახებ აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

აღნიშნული წერილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მამა დავით ლონდარიძემ წაიკითხა.

„ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები. ვიცი, მრავალ თქვენგანს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ ამას არ იმჩნევს. შევთხოვ უფალს, შეჭირვებული ცხოვრება შეგიმსუბუქოთ. მოგცეთ რწმენის ძალა და ღვთის გზაზე დაუბრკოლებელი სვლის უნარი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. ეს დღე საქართველოში მეცხრედ აღინიშნება.