უკრაინელმა და უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს, 9 მაისს არ მისცეს საშუალება, გვირგვინით შეამკო წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლი პოლონეთის დედაქალაქში.
პატარა სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. იქვე მოწყობილი იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეიცავდა შეხსენებას ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ.
ელჩს და მის თანმხლებ პირებს შემოეხვივნენ შეძახილებით „რაშისტები!“ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. მოხდა შეტაკებები. თავად ანდრეევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის არ დაშავებულა. ბოლოს ის იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ თქვა, რომ შეიძლება სცადოს მოგვიანებით დაბრუნდეს და მაინც მიიტანოს გვირგვინი მემორიალზე.
9 მაისს, დილით, ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.