“უკრაინა უკვე გახდა ნატო-ს დე ფაქტო წევრი”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე გახდა ნატო-ს დე ფაქტო წევრი. ამის შესახებ რეზნიკოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები, გახდნენ ნატო-ს წევრები. დე ფაქტო, თუმცა არა დე იურ, რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი, ცოდნა და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ნატო-ს წევრები დე იურე გავხდებით“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მსგავსი განცხადება შესაძლოა, არაერთმნიშვნელოვნად აღიქვან არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატო-ში, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ ომის მონაწილეები არ არიან.

რეზნიკოვი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს დასავლეთისგან ტანკებს, გამანადგურებლებს და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტებს.

მისი თქმით, ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ უკვე დააიწყო დამოკიდბეულების შეცვლა კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხის მიმართ.