უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მესტიის მერის ცნობით, დაღუპულია ესპანელების ოთხკაციანი ჯგუფის ერთი წევრი - ქალი, რომელიც სრიალის დროს ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა.

დაღუპული ადგილობრივი გიდების დახმარებით იპოვეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.