“წინა ხელისუფლების დროს გაყიდული ტერიტორია კახი კალაძის გადაწყვეტილებით, დაუბრუნდა საბურთალოს” – ავთანდილ ცინცაძე

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე საბურთალოს რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობასთან დაკავშირებითდედაქალაქის მერისკახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჩემთვისროგორც საბურთალოს მაჟორიტარისთვისმნიშვნელოვანიარომ წინა ხელისუფლების  დროს გაყიდული და კორპუსების ასაშენებლად გამზადებული ტერიტორიადღესკახი კალაძის გადაწყვეტილებითდაუბრუნდა საბურთალოს და საბურთალოელებსსადაც  კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.

მისივე თქმით, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა ურბანულად ერთერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთში – სპორტის სასახლის მიმდებარედ განხორციელდაკერძოდმერაბ კოსტავას გამზირზერესტორანთან მაკდონალდსი(1700 კვ/და ბერბუკის ქუჩაზე (1000კვ/).

სპორტის სასახლის მიმდებარედწლების მანძილზე არსებობდა ქაოტური განაშენიანების პრობლემა და სწორედ ამიტომაქ მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობასულ მალეკორპუსების აშენების მიზნით გასხვისებული ტერიტორიებიადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და გართობის ადგილებად გადაიქცევა, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.