“თაღლითი და ბოროტმოქმედი სააკაშვილი ევროპარლამენტისთვის წამების მსხვერპლია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი “მწამებელი”-ეს არის ნაცების სრული გამარჯვება ქვეყანაზე!”- მალხაზ თოფურია

“ის, რომ თაღლითი და ბოროტმოქმედი სააკაშვილი ევროპარლამენტისთვის წამების მსხვერპლია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ” მწამებელი ” და შესაბამისად უკვე ბანკროტიც, ეს არის ნაცების სრული გამარჯვება ქვეყანაზე!”- ასე ეხმაურება  “პატრიოტთა ალიანსის” წევრი,  მალხაზ თოფურია  ევროპარლამენტის მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით  მიღებულ რეზოლუციას.

თოფურია ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებად აფასებს და ხელისუფლებას მოქმედებისაკენ მოუწოდებს.

“ის, რომ თაღლითი და ბოროტმოქმედი სააკაშვილი ევროპარლამენტისთვის წამების მსხვერპლია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ” მწამებელი ” და შესაბამისად უკვე ბანკროტიც, ეს არის ნაცების სრული გამარჯვება ქვეყანაზე!

და ამ სრულ ჩასვრას ვერანაირად ვერ შველის ნინო წილოსანის ან მამუკა მდინარაძის მომღიმარი სახეები და მათი სრულიად არაადეკვატური, მაგრამ გონებაშეზღუდულ ბრბოზე გათვლილი ოპტიმისტური ინტერვიუები იმედზე!

სასწრაფოდ უნდა დაიდოს მოქმედების გეგმა! ამ დაბალი ხარისხის უმტკიცებულოდ ხელისუფლებაში მოხვედრილი “ელიტის “იმედად ყოფნა რომელიც ხრამისკენ მიგვაქანებს, სიკეთეს არ მოიტანს ქვეყნისთვის!” – წერს მალხაზ თოფურია.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა.”- ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.