„დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადამეტებები და დანაშაულები”- ასე ეხმაურება Twitter-ში ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
მისი თქმით, დასავლელის ლიდერების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, „გააგრძელონ ფიქრი, რომ მიშა დიდი დემოკრატი იყო“.
„დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადამეტებები და დანაშაულები. ბევრმა დასავლელმა ლიდერმა იმის ნაცვლად, რომ დაესვა კითხვა როგორ დაუშვეს შეცდომა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტა, რომ უფრო ადვილია იფიქრონ, თითქოს მიშა დიდი დემოკრატი იყო“, – წერს მიტჩელი.
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა.”- ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
The west has been desperate to overlook the excesses and crimes of Saakashvili's regime for decades. So many western leaders, rather than ask how they got it wrong on the UNM when it was in power, have decided it is easier to keep thinking Misha was a great democrat.
— ((Lincoln Mitchell)) (@LincolnMitchell) February 15, 2023