საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 21%-ითაა გაზრდილი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 23%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთში 176 319.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 145 844.5 ათასი დოლარის. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ზრდა 20.9%-ია.საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა​ - 138 189.2 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 11 685.2 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 9 237.7 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5 292.2 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 3 353.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ჩინეთიდან 869 463.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 709 570.7 ათასი დოლარის. ზრდა 22,5%-ია. ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კონდიციონერებია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 34 465.0 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 31 508.5 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 27 212.8 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 27 029.3 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 21 142.9 ათასი დოლარი;

businessinsider.ge