საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ნიდერლანდები დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ნიდერლანდები დაამარცხა. თამაში ანგარიშით 77:66 დასრულდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა დღეს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. თამაში „თბილისი არენას“ დარბაზში გაიმართა.