“რუსული ოცნება” გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით” – ლევან ხაბეიშვილი

ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა, ეს არის, „რუსული ოცნების“, მოღალატეობრივი პარტიის ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი. მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენ მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა ე.წ. აგენტების კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ მმართველი პარტიისა და „ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეს იურიდიული ხელმოწერით გაფორმდეს.

„მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენ მოქალაქეებს, განსაკურნებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდების უკომპრომისო ბრძოლით „რუსულ ოცნებას“ სიტყვა უკვე უკან წააღებინეს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს, ადამიანებს, ვინც იბრძოდნენ და იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის და გამოვიდნენ ანტიპუტინისტურ, ანტირუსულ აქციაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გათავისუფლება.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე სასამართლო იმართება და ცხადია, ვაპირებ სასამართლოში მისვლას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, ეს არის ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა იწყება, “რუსული ოცნება” გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს და რომ არა ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ცხადია, ეს ადამიანები ამას ბოლომდე გაიტანდნენ. ახლაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიული ხელმოწერით გაფორმდეს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავალი, ევროკავშირის სტატუსი. ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა – „რუსული ოცნების“, მოღალატეობრივი პარტიის ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი. მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენ მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში და მათი ნების აღმსრულებლები შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ. მე ზუსტად ვიცი, ერთი, რა უნდათ პოლიტიკოსებს, რა ვიწროპარტიული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, რომელიმე პარტიას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ამ არჩევანისთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან,მან საზოგადოებას 19:00 საათზე საინფორმაციო ხასიათის შეკრებისკენ მოუწოდა.

„გთავაზობთ, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ, საინფორმაციო შეხვედრა გვქონდეს, მათ შორის, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის სოლიდარობის აქციისთვის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც იბრძოდნენ უკანონოდ არიან დაკავებულები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.