” ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება”- გიორგი კვირიკაშვილი

 “ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება”- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი  რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

„ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში“,- აცხადებს გიორგი  კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გაიწვია.