რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქში“ დაწერა.

მისი განცხადებით, დაშავებულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე.

„11 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სამი ბახმუტში, ორი კურახოვოში, ერთი მარინკაში და ერთი ავდიივკაში. დაშავდა კიდევ 14 ადამიანი“, – წერს კირილენკო.

მისი განმარტებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.