რუსული და ამერიკული მხარეები უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
მისი თქმით, ახლა ორი ქვეყნის ლიდერების სამიტზე მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა შეხვედრის ადგილიც შეათანხმეს. ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობა - აღნიშნა უშაკოვმა.
„ამერიკული მხარის წინადადებით, პრინციპში, მიღწეულია შეთანხმება უახლოეს დღეებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი, ანუ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარების შესახებ“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ.









