“რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია” -გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.