პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ღარიბაშვილთან ერთად არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.